ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინციდენტი თეთრ სახლთან - დაკავებულია სატვირთოს მძღოლი და ამოღებულია ნაცისტური დროშა


თეთრი სახლის წინ უსაფრთხოების ბარიერს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. კადრები თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან თვითმხილველებმა მალევე გაავრცელეს, სადაც ჩანს როგორ ეჯახება სატვირთო ავტომობილი უსაფრთხოების ბარიერებს ლაფაიეტის სკვერში.

ამერიკის საიდუმლო სამსახურმა მომხდარზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება, დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ნაქირავებ მანქანას მართავდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შემთხვევას შეესწრო სააგენტო „როიტერის“ ფოტოგრაფი, რომელიც ამბობს, რომ სამართალდამცავებმა სატვირთო ავტომობილიდან ამოიღეს დროშა, რომელზეც დატანილი იყო ნაცისტური სვასტიკა.

ამ დრომდე უცნობია, ინციდენტი იყო შემთხვევითი თუ სატვირთოს მძღოლი განზრახ ცდილობდა, ლაფაიეტის სკვერში არსებული უსაფრთხოების ბარიერების გარღვევას.

ინციდენტის დროს იმყოფებოდა თუ არა თეთრ სახლში პრეზიდენტი ბაიდენი ცნობილი არ არის, „როიტერი“ ამბობს, რომ გვიან საღამოს პრეზიდენტმა თეთრ სახლში წარმომადგენელთა პალატის სპიკერს უმასპინძლა.

ვაშინგტონის სახანძრო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ინციდენტის შესახებ შეტყობინება მათთან 21:40 საათზე შევიდა.

სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შემდეგ გაირკვა, რომ ის ცარიელი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG