ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრიგოჟინი ამბობს, რომ მისმა მებრძოლებმა ბახმუტთან პოზიციები დაკარგეს


ხუთშაბათს, რუსული დაქირავებული ჯგუფ“ვაგნერის” უფროსმა თქვა, რომ ბახმუტის სიახლოვეს მისი ძალების ფლანგები წნეხის ქვეშ იყო, რის შედეგადაც მისმა მებრძოლებმა დაკარგეს პოზიციები, რომლის დაკავებისთვის დიდი ფასი გადაიხადეს.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტთან “ვაგნერის” ფლანგების დაცვა რუსული რეგულარული ჯარის საქმეიყო.

“ფლანგებზე ვითარება ყველაზე უარესი ნაწინასწარმეტყველევი სცენარით ვითარდება,”თქვა პრიგოჟინმა აუდიო მიმართვაში.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარაშუტისტები ქალაქის დასავლეთით წინსვლას ეხმარებოდნენ და ფლანგებზე უკრაინის ჯარის ქვედანაყოფები შებოჭეს.

პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი მებრძოლები ქალაქის დასავლეთით გარეუბნიდან 625 მეტრის მოშორებით იმყოფებოდნენ.

სააგენტო “როიტერმა” საბრძოლო ვითარების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.

XS
SM
MD
LG