ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკული დრონის ჩამოგდებისთვის პილოტები დააჯილდოვა


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ავიამოიერიშე SU-27-ის ის ორი პილოტი დააჯილდოვა, რომლებმაც ამერიკული დრონი MQ-9 ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ, თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დრონი შავ ზღვაში სამშაბათს ჩავარდა. ეს პირველი სამხედრო ქმედებაა, რომელიც პირდაპირ რუსეთსა და ამერიკას შორის დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.

ჯილდოების გადაცემის დროს, მინისტრმა გაიმეორა მომხდარის რუსული ვერსია, რასაც ვაშინგტონი არ ეთანხმება და თქვა, რომ რუსულ საფრენ ხომალს, ფიზიკური შეხება არ ჰქონია ამერიკულ დრონთან.

"მკვეთრი მანევრირების შედეგად, დილის, დაახლოებით 9:30-ზე [მოსკოვის დროით], MQ-9 უპილოტო საჰაერო ხომალდი უკონტროლო ბრძოლაში შევიდა, დაკარგა სიმაღლე და წყალში ჩავარდა", - ნათქვამია მომხდარის რუსულ ვერსიაში.

რუსები ამტკიცებენ, რომ ამერიკული დრონი საერთაშორისო ავიასივრცის შეზღუდვებს არღვევდა. ეს შეზღდუვები კი თავად რუსეთმა დააწესა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.

XS
SM
MD
LG