ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სასამართლომ  სააკაშვილს სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა 


მოსამართლე გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, მან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მაშინვე გამოაცხადა.

"ჩვენ 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. მოგახსენებთ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს - საკითხი, რომელსაც ვიხილავთ უკვე ყველასთვის და განსაკუთრებით სასამართლოსთვის, ამ შემთხვევაში კარგად ცნობილია. მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს", - თქვა მოსამართლემ. ამას დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებამდე, დღევანდელ პროცესზე მხარეებმა, ადვოკატებმა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს.

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG