ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის სპიკერი უკრაინას უსამძიმრებენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფას ეხმაურება და უკრაინელ ხალხს უსამძიმრებს. განცხადება პრეზიდენტმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში ვერტმფრენის ტრაგიკული შემთხვევის გამო. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტს", - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

კიივში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ხმელეთზე დაიღუპა 3 ბავშვი და სხვა მოქალაქეები, ასევე ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი - ეკიპაჟის სამი წევრი და 6 ოფიციალური პირი. სულ, სხვადასხვა ინფორმაციით, 15-ზე მეტი ადამიანი. ავიაკატასტროფის შედეგად სულ დაშავდა 29 ადამიანი, მათგან 15 ბავშვი.

უკრაინაში ვერტმფრენის კატასტროფის გამო დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც. განცხადება პაპუაშვილმა "ტვიტერის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პარლამენტის სპიკერი.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერტმფრენით მიემგზავრებოდა ერთ-ერთ "ცხელ წერტილში", სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრი კოსტინის ცნობით, ტრაგედიის ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და ექსპერტები. კოსტინის თანახმად, განიხილება ვერტმფრენის ავარიის ყველა ვერსია. გამოძიებაში ჩართულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიც. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, გამომძიებლები დაადგენენ, რამ გამოიწვია ტრაგედია - საბოტაჟმა, ვერტმფრენის ტექნიკურმა გაუმართაობამ თუ უსაფრთხოების წესების დარღვევამ.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი

უკრაინის დედაქალაქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა.
1/10 უკრაინის დედაქალაქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერტმფრენი საბავშვო ბაღის სიახლოვეს ჩამოვარდა.
კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.
ბორტზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, სულ 9 ადამიანი და ყველა მათგანი დაღუპულია. 
2/10 ბორტზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, სულ 9 ადამიანი და ყველა მათგანი დაღუპულია. 
კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.
ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა.
3/10 ვერტმფრენი საბავშვო ბაღს დაეცა.
კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.
ვრცელდება ინფორმაცია 15-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. მათ შორის 3 ბავშვია. 
4/10 ვრცელდება ინფორმაცია 15-ზე მეტი დაღუპულის შესახებ. მათ შორის 3 ბავშვია. 
კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.
ვერტმფრენის ნაწილები ბაღთან მდგარ ავტომბილსაც დაეცა.
5/10 ვერტმფრენის ნაწილები ბაღთან მდგარ ავტომბილსაც დაეცა.
კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მან უკვე დაავალა უსაფრთხოების სამსახურებს, უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და გარემოებები.
6/10 უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მან უკვე დაავალა უსაფრთხოების სამსახურებს, უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, გამოიძიონ მომხდარის მიზეზები და გარემოებები.
კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.
ვერტმფრენი, რომელიც ჩამოვარდა, საფრანგეთში წარმოებული "სუპერ პუმაა", ის კიივის გარეუბან ბროვარიში, დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა
7/10 ვერტმფრენი, რომელიც ჩამოვარდა, საფრანგეთში წარმოებული "სუპერ პუმაა", ის კიივის გარეუბან ბროვარიში, დედაქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა
კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.
რეგიონის გუბერნატორის განმარტებით, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი
8/10 რეგიონის გუბერნატორის განმარტებით, დაშავებულია 29 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი
კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.
შემთხვევის ადგილას გადაუდებელი დახმარების სამსახურები ჯერაც მუშაობენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს საბავშვო ბაღის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ლურჯ ფორმაში ჩაცმული ადამიანების სავარაუდო ცხედრები. ვერტმფრენის დიდი ნაწილი როგორც ჩანს, იქვე მდგომ ავტომობილსაც დაეცა.
9/10 შემთხვევის ადგილას გადაუდებელი დახმარების სამსახურები ჯერაც მუშაობენ. მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს საბავშვო ბაღის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ლურჯ ფორმაში ჩაცმული ადამიანების სავარაუდო ცხედრები. ვერტმფრენის დიდი ნაწილი როგორც ჩანს, იქვე მდგომ ავტომობილსაც დაეცა.
კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.
პოლიციის მეთაურმა დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორისაა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე, ივჰენი იენინი, ასევე სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც მათთან ერთად უკრაინის სამაშველო სამსახურის მფლობელობაში მყოფი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ.
10/10 პოლიციის მეთაურმა დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორისაა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი მოადგილე, ივჰენი იენინი, ასევე სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც მათთან ერთად უკრაინის სამაშველო სამსახურის მფლობელობაში მყოფი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ.
კიევის რეგიონში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს შემთხვევის ადგილიდან სადაც უკრაინის შს მინისტრი, ბავშვები და ბორტზე მყოფი სხვა ადამიანები დაიღუპნენ.
Previous slide
Next slide
XS
SM
MD
LG