ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: "სოლედარსა და ბახმუტში ჯარს შეუფერხებლად მივაწვდით ყველაფერს, რაც საჭიროა"


კრაინელი სამხედროები გერმანული წარმოების ჰაუბიცებს იყენებენ, სოლედარი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ბახმუტსა და სოლედარში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს მიაწვდიან ყველაფერს, რაც დონეცკის რეგიონში რუსეთის იერიშის მოსაგერიებლადაა საჭირო.

უკრაინის შეიარაღებული ძალები, პრეზიდენტის თქმით, შეფერხებების გარეშე მიიღებს ამუნიციას და ყველა სხვა საჭირო იარაღსა და აღჭურვილობას. ამის შესახებ ზელენსკის განცხადება მის ოფიციალურ "ტელეგრამ" არხში სამხედრო ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ ქალაქ სოლედარზე კონტროლი მოიპოვა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ქალაქისა და მისი შემოგარენისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება.

გასულ ღამით რუსულმა ძალებმა სოლედარის დასაბომბად არტილერია და რაკეტები გამოიყენეს. ქალაქი, რომელიც ბახმუტის მსგავსად მარილის საბადოებით იყო ცნობილი, ამ უკანასკნელისგან ჩრდილოაღმოსავლეთით მდებარეობს და შესაძლოა, რუსების კონტროლქვეშ გადასვლის შემდეგ ბახმუტზე იერიშისთვის უფრო წარმატებულ პლატფორმადაც იქცეს.

"უმწვავესი და უმძიმესი ბრძოლები დღეს სოლედარის ზონაში მიმდინარეობს. მიუხედავად რთული სიტუაციისა, უკრაინელი ჯარისკაცები შეუპოვრად იბრძვიან", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი.

Maxar Technologies-ის მიერ გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებში ჩანს, რომ რამდენიმეკვირიანი ინტენსიური ბრძოლის შემდეგ ქალაქი სოლედარი მძიმედაა დაზიანებული და თითქმის მიწასთანაა გასწორებული.

დონეცკში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქალაქში "წინააღმდეგობის მცირე ჯგუფები" აგრძელებენ ბრძოლას. ამავე დროს რუსეთის თავდაცვის სამინსიტრო ამბობდა, რომ იერიში წარმატებით მიმდინარეობდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი, მართალია ქალაქი რუსეთის ძალებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს, მაგრამ "დონეცკის ხაზი შენარჩუნებულია".

XS
SM
MD
LG