ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი კენტუკის შტატში ჩადის


ოთხშაბათს, ამერიკის დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, კენტუკის შტატში სენატის უმცირესობის რესპუბლიკელ ლიდერ მიტჩ მაკკონელთან ერთად 4 იანვრისთვის დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამ შეხვედრაზე ისაუბრებენ 2021 წელს დამტკიცებულ, $1 ტრილიონის ღირებულების ინფრასტრუქტურის კანონზე და მის სასიკეთო მხარეებზე. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ოჰაიოს რესპუბლიკელი გუბერნატორი მაიკ დევაინი და კენტუკის დემოკრატი გუბერნატორი ენდი ბაშირი. ისინი დაესწრებიან ცერემონიას, რომელიც ბრენტ სპენსის ხიდის $1.64 მილიარდით დაფინანსებას ეძღვნება. პროექტი ახალი ხიდის აშენებას და 60 წლის წინანდელი დერეფნის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.

ხიდი ოჰაიოს მდინარეზე ერთმანეთთან აკავშირებს ორ შტატს - კენტუკის და ოჰაიოს. სენატორ მაკკონელის თქმით, ეს ახალი ხიდი იქნება ამ კანონპროექტის "დამაგვირგვინებელ მიღწევებს" შორის.

ერთი დღით ადრე, 3 იანვარს, წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელი ლიდერი კევინ მაკკართი გადაიბარებს. სენატზე კონტროლი 2022 წლის შუალედურ არჩევნებზე დემოკრატებმა შეინარჩუნეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG