ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გუბერნატორის გატაცების შეთქმულებისთვის 19 წლიანი პატიმრობა


ბარი კროფტი
ბარი კროფტი

ულტრა-მემარჯვენე გასამხედროებული დაჯგუფების წევრს, რომელიც მიჩიგანის შტატის გუბერნატორ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ ქალზე თავდასხმაში იყო ბრალდებული, აშშ ფედერალურმა სასამართლომ 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროკურორები ამ საქმეში ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ.

დემოკრატი გრეჩენ უიტმერის გატაცების შეთქმულების დაგეგმისთვის, 47 წლის ბარი კროფტს ბრალი აგვისტოში წაუყენეს. გუშინდელ სასამართლო პროცესზე მას რეაქცია არ ქონია პატიმრობაზე განკარგულების გამოცხადებისას, იტყობინება გაზეთი "დეტროიტ ნიუსი".

კროფტი, და კიდევ ერთი სასჯელმისჯილი 13 ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც გუბერნატორის აგარაკზე შეიარაღებულნი უნდა შეჭრილიყვნენ მისი გატაცების მიზნით.

XS
SM
MD
LG