ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მეცნიერები ბირთვული სინთეზის კუთხით "ისტორიულ მიღწევას" ასაჯაროებენ


ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის ცნობით, ლოურენს-ლივერმორის ფედერალურ ლაბორატორიაში მეცნიერებმა ბირთვული სინთეზის კვლევაში ისტორიულ წარმატებას მიაღწიეს.

მეცნიერთა განმარტებით, სინთეზის ექსპერიმენტში შესაძლებელი გახდა რეაქტორში ენერგიის ნამატის მიღება. თუკი ეს მიღწევა ლაბორატორიიდან ელექტროენერგიის კომერციულ წარმოებაშიც გადაინაცვლებს, შესაძლებელი გახდება, როგორც ელექტრომომარაგების მნიშვნელოვანი ცვლილება, ისე კლიმატის ცვლილების შენელება.

ამერიკელი მეცნიერების აღწერით, ექსპერიმენტი მოიცავს ლაზერების გამოყენებით, საწვავის სამიზნე წერტილში ორი ატომის სინთეზს, რის შედეგადაც ენერგია თავისუფლდება. ამ შემთხვევაში, მეცნირებმა მიიღეს იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე ამ პროცესს დასჭირდა. სწორედ ეს ხდის აღნიშნულ მიღწევას მნიშვნელობას.

მეცნიერები ეს ექსპერიმენტი, იმ პროცესის გამოძახილია, რაც მზის შუაგულში მიმდინარეობას და ემსახურება მის დედამიწაზე გამეორებას, ენერგიის გამომუშავების უფრო იოლი და სუფთა გზის საპოვნელად.

არატი პრაბჰაკარმა, თეთრი სახლის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ოფისის დირექტორმა, თქვა, რომ ექსპერიმენტი წარმოადგენს „უზარმაზარ მაგალითს იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია მდგრად სვლას წინ“.

ლაბორატორიის დირექტორი, კიმბერლი ბადილი ამბობს, რომ ამ მიღწევების კომერციალიზაცია ნამდვილად აღარაა 50-60 წლით შორს. "გაერთიანებული ძალისხმევითა და ინვესტიციებით, რამდენიმე ათწლეულის კვლევა და ტექნოლოგიები შედეგად იმას მოგვცემს, რომ ჩვენ ამგვარი ელექტროსადგურის შექმნას შევძლებთ", - თქვა ბადილმა.

ბირთვული მეცნიერების ნაწილი ამბობს, რომ მიღწევა მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მეტის კვლევაა საჭირო, სანამ შერწყმა კომერციულად სიცოცხლისუნარიანი გახდება.

ტონი რულსტონმა, კემბრიჯის უნივერსიტეტის ბირთვული ენერგეტიკის ექსპერტმა, თქვა, რომ ექსპერიმენტით ენერგიის გამომუშავება შეადგენდა იმ ენერგიის მხოლოდ 0,5%-ს, რომელიც ლაზერების გასააქტიურებლად იყო საჭირო.

„აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შედეგი... არის მეცნიერების წარმატება – მაგრამ ჯერ კიდევ შორს არის სასარგებლო, უხვი, სუფთა ენერგიის გამომუშავებამდე“, - თქვა რულსტონმა.

ელექტროენერგეტიკული ინდუსტრია ფრთხილად მიესალმა ამ ნაბიჯს და თქვა, რომ მიუხედავად მიღწევისა არ უნდა შენელდეს ძალისხმევა სხვა ალტერნატივების შესაქმნელად, როგორიცაა მზის და ქარის და ბირთვული ენერგია.

XS
SM
MD
LG