ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის რესპუბლიკური პარტია წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობაშია


აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესში, წარმომადგენელთა პალატაზე სრული კონტროლი მოიპოვეს, შუალედურ არჩევნებში მანდატების უმრავლესობის მიღებით. ამით პარტია საკანონმდებლო შტოს ერთერთი წამყვანი ძალა ხდება და კონსერვატიული მიდგომის პოლიტიკოსების გავლენა ძლიერდება პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლიტიკის საპირწონედ.

არჩევნების დღიდან კვირაზე მეტი დროისა და ხმების დათვლის შედეგად მიღებული ბოლო მონაცემების თანახმად, რესპუბლიკურმა პარტიამ პალატის უმრავლესობისთვის საჭირო 218 მანდატი აიღო. თუმცა, ჯერ კიდევ უცნობია პარტიის უმრავლესობის ზუსტი მოცულობა, რადგან ხმების დათვლა ჯერ კიდევ გრძელდება და საბოლოოდ, ზუსტი სურათი რამდენიმე დღეში ან რამდენი კვირაში იქნება.

ამ ეტაპზე უკვე აშკარაა, რომ 21-ე საუკუნეში რესპუბლიკურ პარტიას აშშ-ში ყველაზე პატარა სხვაობა ექნება ოპონენტ პარტიასთან შედარებით, რომლითაც ისინი პალატის უმრავლესობაში მოვლენ.

დემოკრატიულმა პარტიამ კი მოსალოდნელ შედეგებს გადააჭარბა და დაამტკიცა, რომ ზომიერად განწყობილ საარჩევნო ოლქებშიც კი მათი კანდიდატები მისაღები აღმოჩნდა.

რას ნიშნავს აშშ-ის შუალედური არჩევნები უკრაინისთვის?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:53 0:00
XS
SM
MD
LG