ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან მოლაპარაკების მთავარი წინაპირობაა


უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი.

რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების მთავარი პირობა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება. ეს განცხადება 8 ნოემბერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა გააკეთა.

ოლექსი დანილოვმა თქვა, რომ უკრაინას ასევე სჭირდება თანამედროვე საჰაერო თავდაცვის, თვითმფრინავების, ტანკებისა და შორი რადიუსის რაკეტებით დახმარების „გარანტია“.

„რუსეთი, მოლაპარაკებები. უკრაინის პრეზიდენტის მთავარი პირობა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა“ - წერს დანილოვი „ტვიტერზე“.

„გარანტია - თანამედროვე საჰაერო თავდაცვა, თვითმფრინავები, ტანკები და შორი რადიუსის რაკეტები. სტრატეგია - პროაქტიური ნაბიჯები. რუსული რაკეტები უნდა განადგურდეს ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე გაშვებამდე“ - ამბობს დანილოვი.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ის ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მხოლოდ "ნამდვილი" მოლაპარაკებებისთვის, რომელიც აღადგენს უკრაინის საზღვრებს, კომპენსაციას მისცემს მას რუსული თავდასხმებისთვის და დასჯის მათ, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე.

XS
SM
MD
LG