ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზს მიაჩნია, რომ ბერლინთან ურთიერთობა გადახედვას საჭიროებს


საფრანგეთსა და გერმანიას შორის დაძაბული ურთიერთობები უკრაინის ომისა და ენერგეტიკული კრიზისის ფონზე "გადატვირთვას" საჭიროებს ევროკავშირის ორ უდიდეს ქვეყანას შორის უფრო ძლიერი ალიანსის დასამყარებლად, განაცხადა ხუთშაბათს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იქამდე დაიძაბა, რომ ქვეყნის მთავრობებმა მომავალ კვირაში გასამართი შეხვედრები იანვრისთვის გადაიტანეს.

ლე მერი, რომელიც თავისუფლად საუბრობს გერმანულად და გერმანიასთან დიდი ხნის პოლიტიკური კავშირები აქვს, თქვა, რომ ურთიერთობები ამჟამად "რთულ" ვითარებაშია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ უკრაინის ომმა განაპირობა ბერლინის ვაშინგტონისკენ მიბრუნება, მაშინ როცა პარიზი მხარს უჭერს, „ევროპის სუვერენიტეტს“.

ამასთან, რუსეთიდან გაზის ნაკადების შეჩერებამ აჩვენა გერმანიის დამოკიდებულება რუსულ ენერგორესურსებზე და მისი ენერგეტიკული მოდელი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მაშინ, როცა საფრანგეთი საუბრობს ბირთვული ენერგიისკენ ყურადღების მიმართვაზე, თქვა ლე მერმა.

ბრუნო ლე მერი
ბრუნო ლე მერი

„უკრაინის ომმა, გაზისა და ენერგეტიკის და ჩინეთის საკითხმა უნდა მიგვიყვანოს საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობების სტრატეგიულ გადახედვამდე", - განაცხადა ლე მერმა ბიზნეს კონფერენციაზე. ეს „შექმნის ახალ, შესაძლოა, უფრო ძლიერ ალიანსს გარკვეული საკითხების გადახედვის გზით“, - განმარტა ლე მერმა, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ.

უკანასკნელ პერიოდში, ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს მათი იმედგაცრუება გერმანიის მიერ მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილებების გამო, მათ შორის, 200 მილიარდი ევროს ენერგეტიკული პაკეტის გამოყოფის თაობაზეც, რომელიც ბერლინმა პარიზის წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოაქვეყნა. თავის მხრივ, საფრანგეთმა გააღიზიანა გერმანიის ოფიციალური პირები მას შემდეგ, რაც უარი განაცხადა გერმანიისა და ესპანეთის წინადადებაზე, აშენდეს ახალი გაზსადენი პირენეების გავლით, რათა ჩანაცვლდეს რუსული მიწოდება.

საფრანგეთს ამის ნაცვლად სურს საკუთარ ბირთვულ სექტორში ინვესტიციის საკითხი იქნას განხილული. ამასთან, გერმანიის გადაწყვეტილებამ ევროპის ნაცვლად შეერთებული შტატებიდან შეისყიდოს იარაღის სისტემები, საფრანგეთში ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG