ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საპროტესტო გამოსვლებს მსხვერპლი მოჰყვა


საპროტესტო გამოსვლა თეირანში.
საპროტესტო გამოსვლა თეირანში.

დასავლეთ ირანის პროვინციის, ქურთისტანის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ საპროტესტო დემონსტრაციების დროს 3 ადამიანი დაიღუპა. აქციები პროვინციაში მას შემდეგ იმართება, რაც 22 წლის ქურთი ქალი მაჰსა ამინი, ირანის მორალის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნისას დაიღუპა.

ირანის მორალის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნისას დაღუპლი მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, ბერლინში სოლიდარობის აქცია გაიმართა.
ირანის მორალის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნისას დაღუპლი მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, ბერლინში სოლიდარობის აქცია გაიმართა.

გუბერნატორი აცხადებს, რომ დემონსტრანტების დაღუპვაზე პასუხისმგებელი უსაფრთხოების ძალები არ არის. ირანის ოფიციალური პირები, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, განვითარებულ მოვლენებში ბრალს „ირანის მტრებს“ სდებენ.

ისმაილ ზარეიკოშას განცხადებას, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნა” ავრცელებს, სადაც გუბერნატორი ამბობს, რომ მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო აგორებული პროტესტის ტალღა „არალეგალურია“ და მთავრობის აგენტები მას „ჩაახშობენ“.

უფლებადამცველთა ჯგუფები აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქურთი ქალი მორალის პოლიციამ ირანის მკარცი რელიგიური კანონების დარღვევის გამო დააკავა, რომელიც მუსლიმ ქალებს თავსაბურავის ტარებას ავალდებულებს. ამინის გარდაცვალების გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები უკვე ექვსი დღეა უწყვეტად იმართება.

ამ ფონზე, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Hengaw, კიდევ ერთი ქალის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც მაჰაბადში, ირანის უსაფრთხოების ძალების მხდირან, პირდაპირი სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა.

ბევრი ირანელისთვის, ამინის სიკვდილი ისლამური რესპუბლიკის მკაცრი პოლიციური სისტემისა და მორალის პოლიციის მხრიდან, ახალგაზრდა ქალების მიმართ ძალადობრივი მოპყრობის კიდევ ერთი დასტურია.

XS
SM
MD
LG