ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი: ხერსონში რუსული თავდასხმა მოგერიებულია


უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებს, რომ მან შეძლო ხერსონის რეგიონში რუსული თავდასხმის მოგერიება. ამავე დროს, რუსული ძალების მიერ ხარკოვის დაბომბვას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ხარკოვში სტუდენტურ საცხოვრებელზე მიტანილი იერიში "უხამსი და ცინიკური იყო": "შენობა სრულადაა განადგურებული. სამოქალაქო პირებზე უხამს და ცინიკურ თავდასხმას არ აქვს გამართლება და აჩვენებს აგრესორის უსუსურობას. ჩვენ არ გაპატიებთ, ჩვენ შურს ვიძიებთ".

უკრაინის სამხრეთში უკრიანულმა ძალებმა შეძლეს რუსების დაწინაურების მცდელობა აღეკვეთათ. შეტაკებები ქალაქ ბილოჰირკასთან მოხდა, ხერსონის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ანალიტიკოსი ოლეჰ ჟდანოვი ამბობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოპერაციების მეთაური ამბობს, რომ მათ "29 ოკუპანტი მოკლეს, გაანადგურეს არტილერია, ჯავშანტექნიკა და სამხედრო მარაგების საწყობი".

"გასული თვის შემდეგ, რუსული ძალები მხოლოდ მინიმალურად დაწინაურდნენ და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ წავიწიეთ წინ", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლეკსიი არესტოვიჩი გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში. "ჩვენ ვხედავთ [მათ] სტრატეგიულ ჩიხს", - დასძენს ის.

XS
SM
MD
LG