ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი ზელენსკისა და ერდოღანს შეხვდება


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაეპ ერდოღანს შეხვდება. შეხვედრა ხუთშაბათისთვის ლვივში იგეგმება, ხოლო პარასკევს გუტერეში ოდესის პორტს მოინახულებს, საიდანაც მარცვლეულის ექსპორტი განახლდა.

გაეროს პრესსპიკერის, სტეფანი სუჟარიკის თქმით, შეხვედრაზე გუტერეში და ზელენსკი ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე და ომის მიმდინარეობაზე ისაუბრებენ.

უკრაინა და რუსეთი ზაპოროჟიეში მდებარე ბირთვული ობიექტის ტერიტორიის დაბომბვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ეს ადგილი განსაკუთრებით საშიში და სენსიტიურია, ვინაიდან იქ ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. სადგურზე კონტროლი ამ დროისთვის რუსეთს აქვს, თუმცა ტექნიკოსებად ობიექტზე ძირითადად უკრაინელები მუშაობენ.

გაერო ამბობს, რომ ისინი მზად არიან უზრუნველყონ საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორების ზაპოროჟიეში ჩაყვანა და სიტუაციის შესწავლა. რამდენიმე დღით ადრე გაერომ იქ დემილიტარიზებული ზონის გახსნის წინადადებაც წამოაყენა. თუმცა, მოსკოვი ამბობს, რომ ნებისმიერი რამ, რაც კიევის გავლით გადაწყდება, სანდო არ იქნება.

XS
SM
MD
LG