ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი აფეთქება ანექსირებულ ყირიმში - ამჯერად საბრძოლო მასალის საწყობში


რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, აფეთქებები მოხდა საბრძოლო მასალის საცავში, რამაც მატარებლების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. 2014 წელს ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიას ახლა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში, მთავარ დასაყრდენად იყენებს.

სამშაბათს, ანექსირებულ ყირიმში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობის შესახებ, კიევი ირიბად და დამცინავად მიანიშნებს. სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ აფეთქებების უკან ნამდვილად უკრაინული ძალები დგას, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ უკრაინა მზადაა ახალი სამხედრო შესაძლებლობები აჩვენოს რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმა დარტყმისთვის. ეს კი ექვსთვიანი ომის დინამიკას პოტენციურად ცვლის.

რუსეთი მომხდარს ადასტურებს და ინციდენტს „საბოტაჟს“ უწოდებს. მოსკოვის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა და ამასთან, აფეთქების მახლობლად მდებარე სოფლიდან, 2000-მდე მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა.

გასულ კვირაში, ანექსირებულ ყირიმში, რუსული ავიაბაზა აფეთქდა. აფეთქებამ ბაზას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და ასევე, იქ მდგომი რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა.

კიევი არც ერთ შემთხვევაში, არც გასულ კვირას და არც დღეს მომხდარ აფეთქებზე, ოფიციალურდად, საკუთარ პასუხისმგებლობას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

XS
SM
MD
LG