ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი აფრიკის კონტინენტზე მოკავშირეებს ეძებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კონგოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯან-კლოდ გაკოსო, ქალაქი ოიო, კონგოს რესპუბლიკა, 2022 წლისს 25 ივნისი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კონგოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯან-კლოდ გაკოსო, ქალაქი ოიო, კონგოს რესპუბლიკა, 2022 წლისს 25 ივნისი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ორშაბათს უგანდაში ჩავიდა, რაც აფრიკულ ტურნეში მისი მესამე გაჩერება იყო. ვიზიტების ეს სერია კონტინენტთან კავშირების გასაძლიერებას და უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო დასავლეთის ზეწოლის შესამსუბუქებლად დახმარების მიღებას ემსახურება.

უგანდა, აღმოსავლეთ აფრიკის რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად საკვების დეფიციტს განიცდის ძლიერი გვალვების გამო. ამასთან, უკრაინის ომით გამოწვეულმა ფასების ზრდამ რეგიონში საკვების უკმარისობის პრობლემა კიდევ უფრო წარმოაჩინა.

დასავლეთის ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ ომის დაწყებასა და უკრაინული მარცვლეულის ბლოკადაში, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე შავი ზღვით გადიოდა. რუსეთს უკრაინის ტერიტორიულ წყლებზე დეფაქტო ბლოკადა აქვს დაწესებული. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეფერხება სურსათზე ფასების გლობალურ ზრდას და აფრიკის კონტინენტზე შიმშილს უწყობს ხელს.

რუსეთი სურსათის უკმარისობაში დასავლეთის სანქციებს ადანაშაულებს.

აფრიკის კონტინენტის უმეტესი ნაწილის მსგავსად, უგანდაც ნეიტრალური დარჩა რუსეთ-უკრაინის ომში. ლავროვის ტური აფრიკაში, რომელიც ასევე მოიცავს ეგვიპტეს, კონგოს რესპუბლიკას და ეთიოპიას, როგორც ჩანს, ნაწილობრივ მიზნად ისახავს მოკავშირეების ძიებას.

XS
SM
MD
LG