ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოში უკრაინის შემდგომ სამხედრო დახმარებაზე მსჯელობენ


აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი - ბრიუსელი, 15 ივნისი, 2022.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი - ბრიუსელი, 15 ივნისი, 2022.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ნატოს წევრი და სხვა მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის უწყებების პირველი პირების შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრები მსჯელობენ იმ სამხედრო დახმარების საჭიროებებზე, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თითქმის ოთხთვიანი ომის ამ ეტაპზე, კიევს სჭირდება.

შეხვედრა ბრიუსელში, ნატო შტაბბინაში, ალიანსის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარეობს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნატოს თავდაცვის მინისტრები მოგვიანებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდებიან და მოისმენენ წინადადებებს იმის შესახებ, თუ რა სჭირდება უკრაინას დაუყოვნებლივ.

"ლენდ-ლიზი" და რეგიონის ქვეყნები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:17 0:00

უკრაინელი ოფიციალური პირების საპასუხოდ, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დასავლეთის სამხედრო დახმარება საკმარისი არ არის და ასევე, საკმარისად სწრაფად არ მიეწოდება, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ამგვარ ძალისხმევას დრო სჭირდება. ამასთან, მისივე თქმით, ნატოს ლიდერები უკრაინასთან ამ დაბრკოლებების დასაძლევად მუშაობენ.

„კითხვა არის შემდეგი - რა სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ წარმატების მიღწევა გააგრძელონ. ეს იქნება თავდაცვის მინისტრებისთვის მთავარი აქცენტი“ - განაცხადა შეხვედრის წინ შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა.

XS
SM
MD
LG