ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქებები კიევის, ლვივის და დნიპროპეტროვსკის რეგიონებში


უკრაინის დასავლეთ და სამხრეთ რეგიონების, ლვივის და დნიპროპეტროვსკის ხელისუფლება, ორშაბათს მრავალჯერადი აფეთქებების შესახებ იუწყება. სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტმა კი მრავალჯერადი აფეთქებების ხმა კიევში გაიგონა.

ლვივის რეგიონის გუბერნატორმა მაქსიმ კოზიცკიმ თქვა, რომ ლვივში ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა, სადაც რაკეტები სამხედრო ობიექტებს და ავტომობილის საბურავების შეკეთების წერტილს მოხვდა.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზოგიერთი რაკეტა რკინიგზის სადგურის და სხვა სარკინიგზო ობიექტების სიახლოვეს მოხვდა და ნორმალური მოძრაობა დროებით შეაფერხა.

მედია საშუალება “Suspilne”-ს თანახმად, დნიპროპეტროვსკზე თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა.

„როიტერის“ ჟურნალისტმა მდინარე დნიპროს მარცხენა ნაპირზე მრავალჯერადი აფეთქებების ხმა გაიგონა. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ აფეთქებების მიზეზის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მოუწოდებია.

XS
SM
MD
LG