ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შესაძლოა ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე ემბარგო დააწესოს


ორშაბათს, ირლანდიის, ლიეტუვის და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრებმა თქვეს, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო რუსული ნავთობის ემბარგოს თაობაზე წინადადებებს ამზადებს, თუმცა რუსული ნედლი ნავთობის აკრძალვაზე შეთანხმება ჯერ-ჯერობით არ არსებობს.

ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოვენიმ ევროკომისიის შესახებ თქვა, რომ „ისინი მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნავთობი სანქციების შემდეგი პაკეტის ნაწილი გახდეს... ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე ასობით მილიონ ევროს ხარჯავს, რასაც ამ ომის დაფინანსებაში წვლილი ნამდვილად შეაქვს. ჩვენ ეს დაფინანსება უნდა გავწყვიტოთ... ეს რაც უფრო მალე მოხდება, მით უკეთესი იქნება“.

კოვენის ჰოლანდიელმა და ლიეტუველმა კოლეგებმაც თქვეს, რომ მზად არიან მიზანში ამოიღონ რუსული ნავთობი, რომელიც ევროკავშირის ნავთობის იმპორტის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, რათა რუსეთზე წნეხი გაზარდონ, რომ უკრაინული ქალაქების დაბომბვა შეაჩეროს.

გასულ კვირაში, ევროპარლამენტმა ემბარგოს კენჭი უყარა, თუმცა მისი გადაწყვეტილება სავალდებულო არ არის.

XS
SM
MD
LG