ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს „აშიშვლებს“


უკრაინაში განადგურებულ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას, მოსკოვი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ავსებს
უკრაინაში განადგურებულ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას, მოსკოვი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ავსებს

რუსეთი რამდენიმე დღეა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთსა და ცხინვალში განლაგებული სამხედრო ბაზებიდან, მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადასროლის ოპერაციას ახორციელებს. ოკუპირებულ გუდაუთაში დისლოცირებული მე-7 რუსული ბაზიდან, უკრაინის სამხრეთში ტანკები და სხვა ტექნიკა რკინიგზით გაიტანეს.

ოკუპირებულ ცხინვალში დისლოცირებული მე-4 რუსული ბაზიდან კი მძიმე ტექნიკა როკის გვირაბის გავლით, ჯერ ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა, შემდეგ კი რკინიგზით, უკრაინის ლუჰანსკის და დონეცკის ფრონტებზე გაიგზავნა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ჰყავდა დაახლოებით 8000 სამხედრო, 80 ტანკი, 240 ჯავშანმანქანა, 40-მდე „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 50-მდე თვითმავალი ჰაუბიცა „აკაცია“, 24 ნაღმტყორცნი „სანი“, დ-30 ტიპის ჰაუბიცები და სხვა შეიარაღება.

რუსეთი ცდილობს მაქსიმალური სამხედრო ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე, შესაბამისად, რაც კი გააჩნია, მათ შორის ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებულ ტექნიკას და ცოცხალ ძალას აუცილებლად გამოიყენებს
ლაშა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი

„ის ძალები, რაც რუსეთს ჰყავს უკრაინაში, აშკარად ჩანს რომ საკმარისი არ არის ე.წ ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა ლაშა ძებისაშვილმა. მისი თქმით, „სანამ უკრაინა ზის მოლაპარაკების მაგიდასთან, რუსეთი გამოიყენებს ამ დროს, რომ მაქსიმალური სამხედრო ზეწოლა, პრესინგი მოახდინოს, შესაბამისად, რაც კი გააჩნია, მათ შორის ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებულ ტექნიკას და ცოცხალ ძალას აუცილებლად გამოიყენებს“.

რა რაოდენობის სამხედრო ტექნიკა გაიყვანა რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დანამდვილებით უცნობია. ცხინვალიდან გაყვანილი ტანკების და ჯავშანმანქანების ნაწილი, სეპარატისტების დროშით უკვე გამოჩნდა უკრაინაში, ლუჰანსკის და დონეცკის ფრონტზე.

ლაშა ძებისაშვილი რუსული სამხედრო ტექნიკის გაყვანაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:36 0:00

„ყველა ტექნიკას საქართველოდან რუსეთი არ გაიყვანს, გარკვეულ რაოდენობას დატოვებს“ - ამბობს ლაშა ძებისაშვილი. მისი აზრით, რუსეთი ახალი ძალებით „გააგრძელებს შეტევას, განსაკუთრებით უკრაინის სამხრეთში, მარიუპოლზე, ასევე მიკოლაევ-ოდესის მიმართულებით, ამ ოპერატიულ მიმართულებაზე, რუსეთს სჭირდება დამატებითი ძალები“ - მიაჩნია ძებისაშვილს.

რუსეთმა თავდაპირველად, სატანკო ნაწილი გადაისროლა უკრაინის სამხრეთში, ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებული, გუდაუთის მე-7 რუსული ბაზიდან. ეს კადრები ოკუპირებული სოხუმიდან, სოციალურ ქსელში მარტის დასაწყისში გავრცელდა, ახლა კი სხვა შეიარაღებაც გააქვს.

აკია ბარბაქაძე რუსული სამხედრო ტექნიკის გაყვანაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:14 0:00
„ეს არის იმ სერიის გაგრძელება, როდესაც აზერბაიანიდან, მთიანი ყარაბაღიდან რუსი „სამშვიდობოები“ გაიყვანა, როდესაც რუსეთი სთხოვს ბელარუსსა და სირიას მებრძოლებს“
აკია ბარბაქაძე, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, თადარიგის პოლკოვნიკი

„ეს არის იმ სერიის გაგრძელება, როდესაც აზერბაიჯანიდან, მთიანი ყარაბაღიდან რუსი „სამშვიდობოები“ გაიყვანა, როდესაც რუსეთი სთხოვს ბელარუსსა და სირიას მებრძოლებს“ - გვითხრა თადარიგის პოლკოვნიკმა აკია ბარბაქაძემ, რომელსაც ახლო წარსულში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი ეკავა.

მისი თქმით, „რუსეთი ცდილობს გენერალური შეტევისთვის, რაც შეიძლება მეტი რესურსი გადაისროლოს უკრაინაში, როგორც საბრძოლო ტექნიკის, ისე ცოცხალი ძალის.

ეს იმას ნიშნავს რომ რუსეთს ძალიან უჭირს და ის ცდილობს, გენერალური შეტევა მაქსიმალურად ძლიერი გამოვიდეს, რადგან ეს იქნება ბოლო შეტევა“ - ამბობს აკია ბარბაქაძე.

უკრაინელმა მებრძოლებმა კიდევ ერთი რუსული ტანკი ააფეთქეს
უკრაინელმა მებრძოლებმა კიდევ ერთი რუსული ტანკი ააფეთქეს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სეპარატისტული ელიტები შიშობენ რომ რუსეთმა მაქსიმალურად მოაშიშვლა ეს ფლანგები. „ამ გადმოსახედიდან, მოწოდება, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს ტერიტორიები, იმის ფონზე, რომ თითქოს, რუსეთი აგებს უკრაინასთან ომს, ეს მოწოდება აბსოლუტურად საფუძველმოკლებული და ანტისახელმწიფოებრივია“ - ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი.

ლაშა ძებისაშვილი: "ეს მოწოდება ანტისახელმწიფოებრივია“
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:51 0:00

მისი აზრით, „ნებისმიერი სამხედრო მოქმედება სეპატარისტული რეგიონების მისამართით, იქნება გამართლებული მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტრატეგიული ვითარება არის შეცვლილი. ანუ რუსეთში პოლიტიკური რეჟიმი არის სრულიად შეცვლილი და ის, როგორც მინიმუმ, წინააღმდეგობას არ გაგვიწევს სამხედრო გზით ამ რეგიონების დაბრუნებაში“.

რუსეთის არმია პუტინის ბრძანებით, უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და 20 დღიანი ბრძოლის შემდეგ, მხოლოდ სამხრეთის მიმართულებით მიაღწია გარკვეულ, ოპერატიულ წარმატებას, ისიც ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის კოლოსალური დანაკარგების ფონზე.

უკრაინის არმიის მებრძოლი
უკრაინის არმიის მებრძოლი

განადგიურებული რუსული ტანკი
განადგიურებული რუსული ტანკი
XS
SM
MD
LG