ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ლიდერების პოზიციები უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაყოფილია


უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ბლოკის ლიდერების მოსაზრებები გაყოფილია. ამის შესახებ განცხადება ბლოკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოთხშაბათს გააკეთა. წევრი ქვეყნების მეთაურებმა, ევროკავშირში დაჩქარებული წესით კიევის გაწევრიანების შესახებ მოთხოვნა ხვალ უნდა განიხილონ.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც მონაწილეობს ვერსალში ევროკავშირის სამიტის მომზადებაში, სააგენტო „როიტერთან“ ანონიმურობის პირობით ისაუბრა და თქვა, რომ ყველა ლიდერი უკრაინასთან კავშირების გაძლიერების მომხრეა.

”მაგრამ საკითხავია, მიაღწევენ თუ არა ისინი კონსენსუსს გაფართოებისთვის, რაც ზოგჯერ უფრო რთულია”, - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG