ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენსა და ზურაბიშვილს შორის სატელეფო საუბარი შედგა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ევროპაში გამგზავრების წინ. 3 მარტი, 2022.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"მდივანმა მადლიერება გამოხატა უკრაინისადმი საქართველოს ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერის გამო. მან ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლისკენ" - აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, დღეს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესახვედრად, ოფიციალური ვიზიტით ევროპაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ის ეწვევა ბელგიას, პოლონეთს, მოლდოვას, ლიეტვუას, ლატვიასა და ესტონეთს.

მივდივარ ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესახვედრად, რათა ხაზი გავუსვა ჩვენს სოლიდარობას და გადაწყვეტილებას, პასუხისმგებლობა დავაკისროთ რუსეთისა და ბელორუსის მთავრობებს, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომში" - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

XS
SM
MD
LG