ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა არის პრეზიდენტის ერისადმი მიმართვა?


The podium where US President Joe Biden will give his State of the Union address is seen at the Capitol in Washington, March 1, 2022.
The podium where US President Joe Biden will give his State of the Union address is seen at the Capitol in Washington, March 1, 2022.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერსა და კონგრესის გაერთიანებული სხდომას მიმართავს. ეს პრეზიდენტის კონსტიტუციური მოვალეობაა. ის წარადგენს ქვეყნის საშინაო და საგარეო მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ანგარიშს.

რა არის ერისადმი მიმართვა (“State of The Union”

ამერიკის პრეზიდენტის მიერ ერისა და კონგრესისადმი ყოველწლიური გამოსვლის გავრცელებული სახელი პირდაპირ თარგმანში “კავშირის მდგომარეობას” ნიშნავს. ეს არის მიმართვა, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი შეერთებული შტატების კავშირის, მათი ერთობის მდგომარეობის თაობაზე, კონგრესსა და საზოგადოებას წლის ანგარიშს წარუდგენს.

ბოლო დროს, მიმართვა თებერვლის დასაწყისში ხდება, და პრეზიდენტის შემდეგ, სიტყვით უმცირესობის ლიდერი, ან პარტიის მიერ შერჩეული წარმომადგენლები გამოდიან. თუმცა, კონსტიტუციით განსაზღვრული არაა, თუ რა ფორმით და კონკრეტულად როდის უნდა შედგეს ეს კომუნიკაცია ამერიკის მოქალაქეებთან. 1934 წლამდე ის დეკემბერში იმართებოდა ხოლმე.

კონსტიტუციური ანგარიშვალდებულება

პრეზიდენტის მოხსენების საფუძვლები ამერიკის კონსტიტუციითაა განსაზღვრული. კონსტიტუციის მეორე მუხლის მესამე ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომას დროდადრო ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შტატების მდგომარეობის შესახებ და მათი რეკომენდაციებიც მოისმინოს. გაერთიანებული ნიშნავს იმას, რომ დარბაზში როგორც წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენები, ასევე სენატორებიც არიან. მართალია, არსადაა გაწერილი ის, რომ ეს უშუალოდ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, მაგრამ ტრადიცია ამგვარად ჩამოყალიბდა.

ტრადიცია და რეალობა

წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს ყოველწლიური ანგარიში კონგრესს წერილობითი ფორმით ბარდებოდა. პირველი, ე.წ. წლიური ანგარიში კონგრესს პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა წარუდგინა. მაშინ, 1785-1790 წლებში ნიუ-იორკი ქვეყნის დედაქალაქი იყო. ამის შემდეგ, ვაშინგტონის მსგავსად მოიქცა ჯონ ადამსიც, მისი ერთი ვადით პრეზიდენტობის თავზეე. ტომას ჯეფერსონმა ეს ტრადიცია კვლავ წერილობითი გზავნილით ჩაანაცვლა, სანამ ვუდრო უილსონმა ის ისევ სიტყვის წარმოთქმით არ განაახლა. მას შემდეგ პრეზიდენტები ძირითადად პირადად წარდგებიან ხოლმე კონგრესის წინაშე, ქვეყნის მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ სასაუბროდ.

პრეზიდენტის ანგარიშვალდებულების ამ ფორმას მანამდე “ყოველწლიურ ანგარიშს”, “წლიურ გზავნილს” ან სხვა სახელებს უწოდებენ. თუმცა ახლანდელი ტერმინი State of the Union (SOTU) პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გამოიყენა და დაამკვიდრა.

ჯონ ფიცჯერალდ კენედი კონგრესის წინაშე ოვალური კაბინეტის დაკავებიდან 10 დღის შემდეგ წარდგა. მისი ეს სიტყვა ისტორიკოსებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი გამოსვლა, სადაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ ქვეყანას კოლოსარული საფრთხე ემუქრებოდა, სუფთა წყლის მარაგები იწურებოდა, ქალაქებს ნაგავი ფარავდა და არა მხოლოდ. თუმცა, მან კიდევ უფრო მწვავედ საგარეო გამოწვევებზე ისაუბრა.

ახალარჩეულ პრეზიდენტთა უმრავლესობა ამ ანგარიშისთვის “კავშირის მდგომარეობის” დარქმევისგან ხშირად თავს იკავებს. რეიგანმა, ტრამპმა, ჯორჯ ბუშმა უმცროსმა და უფროსმა, ბილ კლინტონმა, ბარაკ ობამამ ეს სახელი არ გამოიყენეს. ზოგიერთმა თავის პირველ გამოსვლას “ადმინისტრაციის მიზნები”, ზოგმა კი უბრალოდ “კონგრესისადმი მიმართვა” უწოდა.

მაშინ, როდესაც კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვების შინაარსი ცოტას თუ ახსოვს, ზოგიერთი მიმართვა ამერიკის ისტორიაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო. ჯეიმს მონტომ სწორედ ამ გამოსვლისას ისაუბრა ე.წ. მონროს დოქტრინის შესახებ, 1823 წელს. თეოდორ რუზველტმა კი 1941 წელს 77-ე მოწვევის კონგრესის წინაშე ცნობილი სიტყვა წარმოთქვა “ოთხი თავისუფლების” შესახებ.

XS
SM
MD
LG