ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შონ პენი უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა


მსახიობი და რეჟისორი, შონ პენი უკრაინაში ჩავიდა, სადაც განაგრძობს მუშაობას დოკუმენტურ ფილმზე რუსეთის თავდასხმის შესახებ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა ხუთშაბათს, 24 თებერვალს.

გავრცელდა პენის ფოტოები, რომლებშიც ის ესწრება კიევში გამართულ სამთავრობო პრესკონფერენციას. ინსტაგრამზე უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია პენის და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.

"შონ პენი გვაჩვენებს გაბედულებას, რომელიც ბევრს, განსაკუთრებით დასავლეთის პოლიტიკოსებს, აკლია" - წერს პრეზიდენტის პრესსამსახური ფეისბუკზე და დასძენს, რომ რეჟისორი საგანგებოდ ჩავიდა კიევში, რათა აღბეჭდოს ყველა მოვლენა, რაც უკრაინაში ახლა ხდება და მსოფლიოს სიმართლე უთხრას რუსეთის მხრიდან უკრაინაში შემოჭრის შესახებ.

XS
SM
MD
LG