ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სად არის ნატოს ძალები განლაგებული


24 იანვარს ნატომ განაცხადა, რომ საკუთარი ძალები მზადყოფნაში მოჰყავს და ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს მეტი გემით, ასევე მოიერიშე თვითმფრინავებით აძლიერებს. გთავაზობთ მიმოხილვას, სად არის განლაგებული ნატოს ძალები.

ბალტიისპირეთი, პოლონეთი

ნატოს ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და პოლონეთში, მრავალეროვან ბატალიონებში 4000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რომლებსაც ზურგს უმაგრებს ტანკები, საჰაერო დაცვა, სადაზვერვო და სათვალთვალო დანაყოფები.

ნატოს ამ ოთხ ქვეყანაში ასევე აქვს საჰაერო მეთვალყურეობის მისია და ამ ქვეყნების ცაზე პატრულირებს. მისიის ზედამხედველობა გერმანიაში განთავსებული რამშტეინის ავიაბაზიდან ხორციელდება.

ნატოს შემადგენლობაშია ასევე ოთხი მრავალეროვნული მუდმივი საზღვაო ძალები, რომლებიც მოკავშირეებისა და საერთაშორისო წყლებში პატრულირებს, მათ შორის ბალტიის ზღვაში.

რუმინეთი, ბულგარეთი

რუმინეთში ნატოს 4000-მდე ჯარისკაცით დაკომპლექტებული მრავალეროვნული სახმელეთო ჯარი ჰყავს განთავსებული. საფრანგეთმა ბრიუსელს იქ მეტი ჯარის გაგზავნა შესთავაზა. ასევე, რუმინეთსა და ბულგარეთში განთავსებულ ცალკეულ ბაზებზე, ჯარისკაცები განლაგებული ჰყავს შეერთებულ შტატებს.

მოკავშირეები, ბულგარეთსა და რუმინეთში, ეროვნული საჰაერო პატრულირების დასახმარებლად, ასევე რეგულარულად გზავნიან მებრძოლთა რაზმებს.

საფრანგეთი

ევროპაში, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებს 2022 წელს, გერმანიასთან ერთად საფრანგეთი უდგას სათავეში. კომპონენტთა ერთობა ცნობილია, როგორც ძალიან მაღალი მზადყოფნის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი სულ მცირე 5000 ჯარისკაცს აერთიანებს და 72 საათში შეუძლია ოპერირება.

ჯგუფი ნატოს 40,000 ჯარისკაციანი "ძლიერი საპასუხო ძალების" ყველაზე მაღალი მზაობის დანაყოფია.

ამერიკული ჯარები ევროპაში
გერმანიადაახლოებით 36 000 ჯარისკაცი
იტალიადაახლოებით 12 000 ჯარისკაცი
ესპანეთიდაახლოებით 3 000 ჯარისკაცი
თურქეთი1600 ჯარისკაცი
პოლონეთი4 500 ჯარისკაცი - არამუდმივი განლაგება

აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის მიხედვით, დღეს ევროპაში 74 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა განლაგებული. მაგრამ, ყველა ჯარისკაცი მოქმედ სამსახურში არ არის.

გერმანია დაახლოებით 36 ათას, იტალია დაახლოებით 12 ათას, ესპანეთი დაახლოებით 3 ათასს, თურქეთი კი 1 600 ამერიკელ ჯარისკაცს მასპინძლობს. შეერთებული შტატებს ასევე როტაციის პრინციპით, პოლონეთში 4 500 ჯარისკაცი ჰყავს. თუმცა ისინი იქ მუდმივად არ არიან განლაგებული. ამ ძალების დიდი ნაწილი შესაძლოა გამოყენებული იქნას ნატოს ეგიდით.

ბალკანეთი

მოკავშირეების და პარტნიორების დაახლოებით 3 500 ჯარისკაცი ოპერირებს კოსოვოში, ნატოს სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში.

მოკავშირეები, საჰაერო პატრულირების კუთხით მხარდაჭერას უწევენ ბალკანეთის შედარებით პატარა ქვეყნებს. სლოვენიის საჰაერო სივრცეს უნგრეთი და იტალია იცავს. ხოლო, ალბანეთსა და მონტენეგროს საბერძნეთი და იტალია ფარავს. ასევე იტალია აკონტროლებს ჩრდილოეთ მაკედონიის ცას.

ხმელთაშუაზღვისპირეთი

ნატოს აქვს საზღვაო მისია, „ზღვის მცველი", რომელიც ხმელთაშუა ზღვაში პატრულირებს, მოკავშირეებს საზღვაო დაზვერვით უზრუნველყოფს და ასევე შეუძლია მონაწილეობა საზღვაო კონტრ-ტერორისტულ ოპერაციებში.

XS
SM
MD
LG