ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაქცინის ახალი საწარმო ავსტრალიაში წელიწადში 100 მილიონ ვაქცინას დაამზადებს


სიდნეის აეროპორტი, ავსტრალია
სიდნეის აეროპორტი, ავსტრალია

დღეს ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს მრნა ტიპის ვაქცინების დამზადებას. ამისთვის კანბერა ვიქტორიის შტატში ახალ საწარმოს ააშენებს, რომელიც წელიწადში 100 მილიონ ვაქცინას გამოუშვებს.

პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის თქმით, ვაქცინების ადგილობრივი წარმოება ქვეყნის ეროვნულ იტერესებში შედის. მორისონი აცხადებს, რომ მრნა ტიპის ვაქცინები პანდემიის განმავლობაში "ყველაზე დიდი სამეცნიერო მიღწევა" იყო და მომავალშიც, მთელ მსოფლიოში ვაქცინების წარმოებაში უზარმაზარ როლს ითამაშებს.

ახალი საწარმო ამერიკელ ვაქცინის მწარმოებელ "მოდერნასთან" პარტნიორობის საფუძველზე შენდება. ავსტრალიურ მხარეს წარმოადგენს ქვეყნის და ადგილობრივი, ვიქტორიის შტატის მთავრობები. ფარმაცევტული საწარმო 2024 წელს გაიხსნება.

განცხადებას წინ უძღოდა ქვეყნის ჯანდაცვის ლიდერების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სიდნეიში და მის შემოგარენში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები ისევ იზრდება. სპეციალისტები ამას კორონავირუსის ახალ ვარიანტს, ომიკრონს მიაწერენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG