ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გლობალური მოსახლეობის 70% ახლა ან არადემოკრატიულ რეჟიმში, ან დემოკრატიულად ჩამორჩენილ ქვეყნებში ცხოვრობს" - IDEA


ქვეყნების დიდი რაოდენობა ავტორიტარიზმისკენ მიდის, ჩამოყალიბებული დემოკრატიების ამდენი რაოდენობა კი საფრთხის ქვეშ არასდროს ყოფილა - ამის შესახებ „დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტუტუტის“ (IDEA) კვლევაშია საუბარი.

პოპულისტური პოლიტიკა; პანდემიის შეზღუდვების გამოყენება კრიტიკოსების გასაჩუმებლად; ქვეყნების მიდრეკილება, მიბაძონ სხვების ანტიდემოკრატიულ ქცევას; დეზინოფრმაცია, რომელიც საზოგადოების დაყოფას ისახავს მიზნად - ეს არის მიგნებები, რომელზეც სტოკჰოლმში დაფუძნებულ მთავრობათაშორის ორგანიზაციის ანგარიშშია საუბარი.

„ახლა დემოკრატიის ეროზიას უფრო მეტი ქვეყანა განიცდის, ვიდრე როდესმე“ - ამბობს ორგანიზაცია, რომელიც 1975 წლიდან, დღემდე შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა.

ორგანიზაცია უკუსვლას უსვამს ხაზს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მთავრობათა და სასამართლოს დამოუკლიდებლობა, ასევე პრესის თავისუფლება და ადამიანის უფლებები.

წლის ყველაზე ცუდ შემთხვევად ავღანეთი განიხილება, რომელზე კონტროლიც, საერთაშორისო ძალების დატოვების შემდეგ თალიბანმა აიღო.

ანგარიში ამბობს, რომ მსხვილ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია და შეერთებული შტატები, პრეზიდენტებმა არჩევნების შედეგების მართებულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

ევროპული ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე დიდი დემოკრატიული ვარდნაა, მოყვანილია უნგრეთი, პოლონეთი, სლოვენია და სერბეთი. კვლევის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დემოკრატიული უკუსვლა თურქეთმა განიცადა.

„ფაქტობრივად, გლობალური მოსახლეობის 70% ახლა ან არადემოკრატიულ რეჟიმში, ამ დემოკრატიულად ჩამორჩენილ ქვეყნებში ცხოვრობს“ - ნათქვამია ანგარიშში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG