ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვალი თვალის წილ - შურისძიების კანონი ირანში


ირანელ მამაკაცს, რომელმაც 2018 წელს, მეზობელი ჩხუბისას დააბრმავა, ისლამური ანგარიშსწორების კანონის „თვალი თვალის წილ“ მიხედვით, სასამართლომ დაბრმავება მიუსაჯა.

ირანში, სადაც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ისლამური კანონმდებლობა მოქმედებს, ეს განაჩენი იშვიათად დგება.

ხშირ შემთხვევაში, მსხვერპლი და დამნაშავე რიგდებიან და მსჯავრდებულს დაბრმავების ან სხვა შესატყვისი სასჯელის ნაცვლად ფინანსური კომპენსაციის გადახდა უწევს.

ამ შემთხვევაში, 40 წლის თეირანელმა მამაკაცმა, რომელიც მეზობელმა ჩხუბის დროს, ცივი იარაღით დააბრმავა, დამნაშავის დასასჯელად შურისძიების კანონის ამოქმედება და პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენება მოითხოვა.

ქისასის პრინციპის მიხედვით, ისლამური კანონმდებლობა იცავს ცნებას „თვალი თვალის წილ“. თუმცა, სასჯელის აღსრულებისას ბოლო სიტყვა მსხვერპლზე, ან მსხვერპლის ახლობლებზეა. მათ შეუძლიათ აღსრულება შეაჩერონ.

ისლამური კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზოგიერთი ფორმა, როგორიცაა დამნაშავის დამუნჯება, კიდურის მოკვეთა, ან დაბრმავება, ირანელების ნაწილში პროტესტს იწვევს. ისინი აცხადებენ, რომ სასჯელის ეს ფორმები არაადამიანური და ბარბაროსულია.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სასჯელთა ასეთი ფორმები, რაც მსჯავრდებულის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ითვალისწინებს, საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს.

„არ ვარ მზად ვაპატიო“

„შურისძიების კანონის“ მიხედვით, დაბრმავების მისჯის შესახებ, ირანულმა მედიამ ინფორმაცია 9 ოქტომბერს გაავრცელა. თუმცა უცნობია, როდის გამოტანა სასამართლომ განაჩენი. ცნობილია, რომ ამგვარი შურისძიება მსხვერპლმა მოითხოვა.

როგორც მსხვერპლის, ასევე მსჯავრდებულის ვინაობა უცნობია. დამნაშავე აცხადებს, რომ მას მეზობლის დაბრმავება წინასწარ განსაზღვრული არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მსხვერპლი ამბობს, რომ ის არაა მზად შემწყნარებლობა გამოიჩინოს და ფულად კომპენსაციას დათანხმდეს.

„4 წლის განმავლობაში, ძალიან დავიტანჯე. ამიტომ, არ ვარ მზად ვაპატიო“ - დაზარალებულის განცხადებას ირანის ხელისუფლება ავრცელებს.

ირანის კანონმდებვლობით, განაჩენის გასაჩივრებისთვის მსჯავრდებულს 20 დღე აქვს.

„სრული სისასტიკე“

წარსულში არსებობდა ერთგვარი შეთანხმება, რომ დაზარალებულები თავდამსხმელებს კომპენსაციის სანაცვლოდ დაზოგავდნენ. კომენსაციასთან ერთად, ზოგიერთ შემთხვევაში მსჯავრდებულებს თავისუფლების აღკვეთაც ემუქრებათ.

ერთ-ერთი გახმაურებული საქმის წარმოებისას, 2014 წელს, სასამართლომ მსჯავრდებულ მამაკაცს, თვალის მჟავით ამოწვა მიუსაჯა. მან 2011 წელს, ქალი დაასახიჩრა და დააბრმავა.

თუმცა, განაჩენი არ აღსრულებულა - მსხვერპლმა ქალმა თავდამსხმელი შეიწყალა მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად „შურისძიების კანონის“ გამოყენება თავად მოითხოვა. სასჯელის აღსრულების სანაცვლოდ, მან საკუთარი სამედიცინო ხარჯების დასაფარად, ფულადი კომპენსაცია მოითხოვა.

„ყურანი გაძლევს ანგარიშსწორების უფლებას, მაგრამ იგივე ყურანი ასევე მოგვიწოდებს შემწყნარებლობისკენ, რადგან შეწყალება ერთ-ერთი უმაღლესი მორალური სტანდარტია“ - ამბობს ქალბატონი ბაჰრამი, ის ვინც დამნაშავე შეიწყალა, „რადიო თავისუფლების“ ირანულ სამსახურთან საუბრისას.

1979 წლის შემდეგ, ირანში დაბრმავების სასჯელი, ოფიციალურად, მხოლოდ ორჯერ აღსრულდა.

წარსულში, ირანის ხელისუფლება აღიარებდა, რომ რთული იყო სამედიცინო პროფესიონალების პოვნა, რომლებიც თანახმა იქნებოდნენ ამ ტიპის სასჯელი აღესრულებინათ.

სასჯელის ეს ფორმები გააკრიტიკა „საერთაშორისო ამნისტიამ“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს „ირანის მართლმსაჯულების სისტემის სრულ სისასტიკეს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG