ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი მინსკს დასავლეთის სანქციების შედეგებთან ბრძოლაში დაეხმარება


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობას მითითება მისცა, დაეხმაროს ბელარუსს დასავლეთის სანქციების შედეგებთან ბრძოლაში. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდერ ლუკაშენკო სამშაბათს რუსეთში იყო ჩასული, თავის ყველაზე ახლო მოკავშირესთან მოსალაპარაკებლად.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ უკვე გაცემულია ინსტრუქციები და დაწყებულია სამუშაო "ბელარუსის მხარდასაჭერად ასეთი მახრჩობელა სანქციების შედეგების წინააღმდეგ".

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები მინსკს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაუწესეს, გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დევნის და შევიწროების გამო. ივნისის ბოლოს ვაშინგტონის და ბრიუსელის მიერ დაწესებული სანქციების ბოლო წყებას სხვა, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიც შეუერთდნენ.

სანქციები ბელარუსის კომპანიებს და მოქალაქეებს შეეხო, მთავრობის ოფიციალური პირების, კანონმდებლების, ლუკაშენკოს კაბინეტის მინისტრების და ოჯახის წევრების ჩათვლით. ამას გარდა, დასავლეთის სანქციებმა ბელარუსულ რუბლსაც დიდი ზიანი მიაყენა და ივნისის ბოლოს ევროსთან მიმართებაში მისი რეკორდული დევალვაცია გამოიწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG