ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტარები საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტაზე საუბრობენ


ევროპარლამენტარები, მას შემდეგ რაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად გამართულ მოლაპარაკებებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, ქრისტიან დანიელსონს შეხვდნენ, განცხადებას აქვეყნებენ.

ისინი ამბობენ, რომ გადაწყვეტის არარსებობის პირობებში, საქართველოს დახმარებას შეუწყვეტენ.

„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოში პოლიტიკური ლიდერებით, რომ მათ გასულ სამშაბათს ვერ შეძლეს მიეღწიათ შეთანხმებისთვის, მიუხედავად ევროკავშირის საუკეთესო მცდელობისა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიების, რომლებიც დისკუსიაში მონაწილეობდნენ, პასუხისმგებელნი არიან დამდგარი შედეგის გამო და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობაში მყოფ პარტიას ეკისრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ქრისტიან დანიელსონის მიერ გაწეულ სამუშაოს და სწორ გადაწვეტილებად აფასებენ, მის მიერ სამუშაო დოკუმენტის გასაჯაროებას. მათი თქმით ეს ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას.

ევროპარლამენტარების განცხადებაში საუბარია, საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების შეჩერებასა და პირობითობაზე.

„მას შემდეგ რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს კომპრომისზე, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას. ევროპარლამენტი, თავისმხრივ, მოუწოდებს შედეგების დადგომისკენ ევროკავშირის ფინანსური დახმარების კუთხით, მათ შორის ორივე, ევროკავშირის მიკროფინანსური და საბიუჯეტო დახმარების შემდეგი გაცემის და პირობითობის გაზრდის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მას შემდეგ რაც საქართველოში მხარეებმა 30 მარტს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროკავშირის მომლაპარაკებელი, ქრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა. დანიელსონმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასასრულს განაცხადა, რომ ის „იზიარებს ქართველი ხალხის იმედგაცრუებას“.

განცხადებას ხელს აწერენ დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია) და პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG