ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის პირველი პრესკონფერენცია 25 მარტს გაიმართება


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩავიდა. 16 მარტი, 2021 წ.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პენსილვანიის შტატში ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩავიდა. 16 მარტი, 2021 წ.

პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 მარტს გამართავს. განცხადება თეთრმა სახლმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპონენტების და მხარდამჭერების მხრიდან, მედიაში გახშირდა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჟურნალისტებთან შეხვედრებს არასაკმარისად მართავს.

20 იანვარს გამართული საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონიის და ოფისის დაკავების შემდეგ, პრეზიდენტ ბაიდენს სულ რამდენიმე ინტერვიუ ჰქონდა. ჟურნალისტთა დიდ ჯგუფებთან მისი შეხვედრა კი ლიმიტირებული იყო და ბრიფინგების შემდეგ, მხოლოდ ერთი-ორ კითხვაზე პასუხით შემოიფარგლებოდა. თეთრი სახლი ამ ფაქტს პრეზიდენტის დაკავებულობით ხსნის, რაც უპრეცედენტო პანდემიის მართვით არის განპირობებული.

თითქმის ორი თვეა, თეთრი სახლის პრესკონფერენციები ინტენსიური კითხვა-პასუხის რეჟიმში, ძირითადად მის პრესსპიკერ ჯენ ფსაკის მიჰყავს. 25 მარტს დაგეგმილ პრესკონფერენციაზეც განცხადება ჯენ ფსაკიმ გააკეთა, პენსილვანიის შტატის ქალაქ დარბიში. იქ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, $1.9 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტთან დაკავშირებით, ამომრჩევლებს ხვდება.

რესპუბლიკელები ბაიდენს არასაკმარისი კომუნიკაციის გამო აკრიტიკებენ და შეახსენებენ, რომ მისი როლი, ტრადიციულად ითვალისწინებს ჟურნალისტებთან ხშირ შეხვედრას და ამ გზითაც, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებას. კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომ ამერიკის პრეზიდენტს, ინაუგურაციის პირველ ორ თვეში, ფორმალური პრესკონფერენცია არ გაუმართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG