ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენსა და ტრუდოს შორის ვირტუალური შეხვედრა შედგა


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო, ერთმანეთს პირველ ვირტუალურ ღონისძიებაზე შეხვდნენ. ოფისის დაკავების შემდეგ, ეს ბაიდენის პირველი ოფიციალური შეხვედრაა სხვა ქვეყნის ლიდერთან.

ორი ქვეყნის ლიდერმა რამდენიმე საკითხი განიხილა. მათ შორის, კლიმატის ცვლილებისა და ჩინეთის საკითხებიც. ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიხედვით, რომელიც პრესას ანონიმურობის დაცვის გარანტიით ესაუბრა, ამბობს, რომ ბაიდენმა შევხედრაზე კლიმატის ცვლილების, კორონავირუსის, ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის თემები განიხილა.

ცოტა ხნის წინ ჯო ბაიდენმა 8 მილიონი დოლარის ღირებულების გაზსადენის პროექტი დაბლოკა, რომელიც ნავთობს კანადიდან ამერიკაში გადაიტანდა. ბაიდენმა "იყიდე ამერიკულის" ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელმაც ამერიკული დაფინანსების ქვეყნის შიგნით დაბანდებას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებამ ტრუდო "გააწბილა".

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "ცვლილებები არ იგეგმება".

სავარაუდოდ, ტრუდოსა და ბაიდენის შევხედრის დროს, კორონავირუსისა და ვაქცინაციის საკითხებიც განიხილეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG