ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანმო: ღარიბი ქვეყნები "ფაიზერისგან" 40 მილიონ ვაქცინას მიიღებენ 


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ფაიზერი" მზად არის კოვაქსის პლატფორმას 40 მილიონი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გადასცეს. განცხადება ჯანმომ ცოტა ხნის წინ გააკეთა და თქვა, რომ გრძელდება მოლაპარაკებები ასტრაზენეკასა და ოქსფორდის წარმომადგენლებთან და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ღარიბი ქვეყნები დამატებით 150 მილიონ დოზას მიიღებენ.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ კოვაქსის პლატფორმა ფაიზერ-ბიოტექისგან კოვიდ19-ის საწინააღმედგო 40 მილიონ ვაქცინას მიიღებს. ხელმოწერა შეთანხმებაზე დღეს შედგა. მოლაპარაკებები გრძელდება ასტრაზენეკასა და ოქსფორდის წარმომადგენლებთან, რაც შესაძლებლობას მოგვცემს დამატებით 150 მილიონ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის,"- ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ოფიციალური ინფორმაციით, კოვაქსის პლატფორმა 40 მილიონი დოზის განაწილებას უახლოეს დღეებში დაიწყებს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნებს საშუალება ექნებათ ვაქცინაციის პროცესი თებერვლიდან დაიწყონ. ვაქცინების ეს რაოდენობა კი 20 მილიონი ადამიანისთვის იქნება საკმარისი.

შესაძლოა ამ სიაში საქართველოც მოხვდეს. კოვაქსის პლატფორმასთან საქართველო აქტიურად თანამშრომლობს. 2020 წლის მიწურულს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ კოვაქსს საქართველომ რამდენიმე მილიონი წინასწარ გადაუხადა, რათა როგორც კი გაჩნდებოდა საშუალება ქვეყანას კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მიეღო. საქართველოს ვაქცინებით ამერიკის შეერთებული შტატებიც დაეხმარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG