ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: აშშ-ის ახალი სანქციები ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დასრულებას ხელს შეუშლის


მოსკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის ახალმა სანქციებმა, რომელთა სამიზნე „ჩრდილოეთის ნაკადი ორია“, შესაძლოა გაართულოს ისედაც შეჩერებული გაზსადენის მშენებლობა. გაზსადენი, რუსული გაზის გერმანიისთვის მისაწოდებლად შენდება და მისი დასრულების ინტერესი სხვა ერვოპულ ქვეყნებსაც აქვს.

ოთხშაბათს, გაზსადენის მშენებლობის შესახებ, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს. მათი განცხადებით, ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებსა და კერძო კომპანიებს მოუწოდებდა, შეეჩერებინათ სამუშაოები, რომელიც გაზსადენის აშენებას დაეხმარებოდა. მათი თქმით, აშშ ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებდა, მომდევნო კვირებში, რუსულ პროექტზე უფრო ფართო სანციებისთვის მომზადებულიყვნენ.

გაზსადენის მშენებელობა, ბალტიის ზღვის გერმანულ ზონაში, მიმდინარე თვეში განახლდა. 15 იანვრისთვის კი მასზე მუშაობა, შესაძლოა დანიის წყლებში დაიწყოს, თუმცა გარუკვეველია, როგორ მოხერხდება ეს, რადგან ამ სამუშაოებზე სანქციები ვრცელდება. მილსადენის მშენებლობა, აშშ-ის საქნციებით მუქარის გამო, თითქმის ერთი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG