ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება მთიან ყარაბაღში - აღდამში აზერბაიჯანის ჯარის დანაყოფი შევიდა


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, აღდამის რაიონში აზერბაიჯანის არმიის დანაყოფები შევიდა.

აღდამი, მთიანი ყარაბაღის ანკლავის გარეთ მდებარე სამი რეგიონიდან პირველია, რომელიც სომხეთის ჯარებმა დათმეს.

სომხური ძალები 25 ნოემბერს კელბაჯარის, 1 დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონებსაც დატოვებს.

სამივე მათგანი, სომხეთს დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ეკავა.

სომხური მხარე ასევე დათანხმდა, რომ უარს იტყვის ექვსკვირიანი ბრძოლის შემდეგ აზერბაიჯანის მიერ, მთიანი ყარაბაღის ზოგიერთ ნაწილზე, მათ შორის ისტორიულ შუშაზე.

შეთხანხმების ძირითადი დებულებები, რეგიონიდან სომხური შეიარააღებული ძალების სრულად გაყვანას და რუსი სამშვიდობოების დაუყოვნებლივ განთავებას ითვალისწინებს.

მთიან ყარაბაღში, ექვსკვირიანი შეიარაღებული დაპირისპირება 10 ნოემბერს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადებით დასრულდა.

შეთანხმებას მასობრივი პოლიტიკური არეულობა მოჰყვა ერევანში. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს - რუსეთის შუამავლობით, ბაქოსთან დადებული „კაპიტულიანტური შეთანხმების“ გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG