ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსული ოკუპაციის პირისპირ, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია" - პომპეო


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, თბილისში გამართული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პატრიარქსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე, მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ გამოხატა, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინტიტუტების გაძლიერებისადმი.

„აშშ-ის თანამშრომლობა საქართველოსთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და რუსული ოკუპაციის პირისპირ, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“ - წერს ტვიტერზე, მაიკ პომპეო.

„ტვიტერზევე“, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მაიკ პომპეო წერს - „სასიამოვნო იყო, საქართველოს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან გულწრფელი საუბარი, სასამართლო რეფორმასა და დემოკრატიულ პროგრესზე. საქართველომ მიაღწია პროგრესს, კორუფციასთან ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუუტების განვითარებაში და უსაფრთხოების გაძლიერებაში“

„ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობა“ - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს აფასებს, აშშ-ის მხარდაჭერას, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

პომპეო „ცივი“ თურქეთიდან „თბილ“ საქართველოში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:51 0:00

სახელმწიფო დეპარატამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივანმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების შემდგომ პროგრესზე. უწყების განცხადებით, გახარიასთან და ზალკალიანთან შეხვედრის დასაწყისში, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვათავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობას, ასევე, აქტიური დებატების შესაძლებლობას.

საქართველოს შემდეგ, პომპეო ისრაელს ეწვევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG