ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ხმის მიცემის პროცესზე: "ეს ამერიკელი ხალხის მოტყუებაა"


არჩევნების შედეგების გამოქვეყნების კვალდაკვალ, პრეზიდენტმა ტრამპმა ამომრჩეველს თეთრი სახლიდან მიმართა და განაცხადა, რომ "დიდი ზეიმისთვის ემზადება". თუმცა, მტკიცებულების გარეშე დასძინა, რომ მისი ოპონენტები ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევას ცდილობენ.

"ეს ნამდვილად ყველაზე გვიანი პრესკონფერენციაა, რაც კი როდესმე გამიმართავს. მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, მხარდაჭერისთვის. მილიონობით ადამიანმა მოგვცა ხმა. დაღონებული ხალხი ცდილობს, რომ ამ ადამიანებს ხმის მიცემის უფლება წაართვან - ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მან ისეთ შტატებში გაიმარჯვა, რომელსაც არ ელოდა.

"ჩვენ ვემზადებით დიდი ზეიმისთვის, ყველაფერს ვიგებდით და მერე ეს არ არ მოხდა. დღევანდელი შედეგები ფენომენალურია. ჩვენ ვემზადებით გარეთ გასასვლელად, ამ წარმატების და ხმების საზეიმოდ. არჩევნებზე რეკორდული რაოდენობის მოქალაქე მოვიდა. ისინი მოვიდნენ ჩვენი შესანიშნავი მოძრაობის მხარდასაჭერად. ის შტატებიც კი მოვიგეთ, რომელთა მოგებასაც არ ველოდით. ფლორიდა მოვიგეთ დიდი სხვაობით. მოვიგეთ შესანიშნავი ოჰაიოს შტატი, ტეხასი მოვიგეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამ დროისთვის პრეზიდენტ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 213 ხმა აქვს, ხოლო დემოკრატ კანდიდატს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 230. დონალდ ტრამომა განაცხადა, რომ ის გეგმავს ხმის მიცემის პროცესის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას.

"ეს ამერიკელის ხალხის მოტყუებაა. ეს ჩვენი ქვეყნის სირცხვილია. ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნების მოსაგებად. სიმართლე გითხრათ, ჩვენ ეს არჩევნები მოვიგეთ... ჩვენ გვინდა რომ კანონი სწორად იყოს გამოყენებული. ამიტომ უზენაეს სასამართლოში წავალთ. ჩვენ გვინდა რომ მთელი ხმის მიცემა შეწყდეს. არ გვინდა რომ დილის 5 საათზე იპოვონ ბიულეტენები და დაამატონ სიას. ეს ძალიან სამწუხაროა", -

შედეგების გამოცხადებასთან ერთად, საკუთარ ამომრჩეველს, ჯო ბაიდენმაც მიმართა.

„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - თქვა მან. მისი თქმით, „დარწმუნებულია“, რომ ის არიზონას შტატის მხარდაჭერას მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ "კარგადაა განწყობილი" მიჩიგანის და უისკონსინის შტატების მოგების შესაძლებლობაზე.

"„გვჯერა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების გზაზე ვდგავართ. ვიცოდით, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ნაადრევი და ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გამო, [ხმების დათვლას] მეტი დრო დასჭირდებოდა. უნდა მოვითმინოთ. უნდა მოვითმინოთ იქამდე, ვიდრე ხმების დათვლის მძიმე შრომა დასრულდება. უნდა მოვითმინოთ იქამდე, ვიდრე თითოეული ხმა, თითოეული ბიულეტენი არ დაითვლება. მაგრამ, ჩვენ თავს კარგად ვგრძნობთ, კარგად ვგრძნობთ ჩვენი შედეგების გამო. ზოგიერთი ტელევიზია ამბობს, რომ ჩვენ უკვე მოვიგეთ არიზონა, ჩვენ არიზონაში დარწმუნებულნი ვართ, ეს დიდი ცვლილებაა. ჩვენ გავიმარჯვეთ მინესოტაშიც და ჯორჯიაში წინ მივდივართ, და ამას არ ველოდით. კარგი განცდა გვაქვს უისკონსინის და მიჩიგანის შემთხვევაში. და სხვათაშორის, ხმების დათვლა ბევრ დროს წაიღებს, ჩვენ მოვიგებთ პენსილვანიას", - თქვა ბაიდენმა.

ამ დროისთვის, შტატების უმეტესობის შედეგები ცნობილია, თუმცა გადამწყვეტი, მერყევი შტატების შედეგების დათვლას, როგორიცაა მიჩიგანი, უისკონსინი და პენსილვანია, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG