ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა


რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრი დატოვა და ვერტმფრენით თეთრ სახლში დაბრუნდა. აივანზე ასვლისთანავე, მან ნიღაბი მოიხსნა და ფოტოგრაფებს მისი ჩვეულებრივ გადაღების საშუალება მისცა.

პარასკევს ტრამპს კოვიდ-19-ის დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ, რაც ინფექციის გამო სიმპტომებმა იმატა, პრეზიდენტს სიცხე მისცა და ჟანგბადის უკმარისობა ჰქონდა. ის მერილენდის შტატის ქალაქ ბეტესდაში მდებარე უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც პრეზიდენტს ინტენსიური თერაპია უტარდებოდა.

დღეს, თეთრ სახლში გადასვლამდე ცოტა ხნით ადრე, მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობდა. "არ შეგეშინდეთ კოვიდის. ნუ მისცემთ მას უფლებას თქვენს ცხოვრებაზე დომინირების" - თქვა პრეზიდენტმა.

შონ კონლიმ, მისმა ექიმმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი თეთრ სახლში გაგრძელდება და რომ საფრთხე ჯერ ბოლომდე გასული არ არის.

კვირას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტს სტეროიდ "დექსამეტაზონით" მკურნალობენ, რომელიც მძიმე ავადმყოფებს ენიშნება. ტრამპს ასევე უსხამენ "რემდესივირს". ეს უკანასკნელი დაავადების დასაწყისში ინიშნება და პროტოკოლით, ხუთდღიან მკურნალობას მოიცავს.

პრეზიდენტს ასევე მისცეს ექსპერიმენტული მედიკამენტი, რომელიც საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას ჯერ არ დაუმტკიცებია. ეს არის პოლიკლონური ანტისხეულების ე.წ. კოქტეილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG