ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"სისულელეა,"- ადამ კინზინგერი "პატრიოტების" ბანერზე აჭარაში


"პატრიოტთა ალიანსის" მიერ აჭარაში გაკრულ ბანერზე, სადაც აჭარის რეგიონი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონებთან ერთად წითლად იყო მონიშნული განცხადებას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან ადამ კინზინგერი.

კინზინგერი ბანერის შინაარსს სისულელეს უწოდებს და წერს:

"შეშფოთებული ვარ ზოგიერთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, თითქოს აჭარა თურქეთის ოკუპაციის საფრთხის ქვეშაა. ეს სისულელეა, თურქეთი საქართველოსთვისაც და ამერიკისთვისაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მე ვფიქრობ, რომ ეს გზავნილი არის რუსეთის მცდელობა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან ყურადღება გადაიტანოს და ჩაერიოს საქართველოში მომავალ მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებში. მოვუწოდებ ყველა პარტიას, გაასაჯაროვონ უცხოური ფინანსური მხარდაჭერების ვინაობა და თავი შეიკავონ საფრთხის შემცველი რიტორიკისგან", — წერია განცხადებაში, რომელიც ამერიკელმა კონგრესმენმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

ამავე განცხადებაში კონგრესმენი კიდევ ერთხელ საუბრობს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობის შესახებ.

"მსოფლიო ყურადღებით აკვირდება, თუ როგორ გადადგამს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველო. იმედი მაქვს ეს იქნება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სადაც გადაწყვეტილებას მხოლოდ ქართველი ხალხი მიიღებს,"- წერს ადამ კინზინგერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG