ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიამ G7-ში რუსეთს დაბრუნების შესახებ ტრამპის წინადადება უარყო


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადება დიდი შვიდეულის სამიტზე ვლადიმირ პუტინის მიწვევის შესახებ, გერმანიამ უარყო. გაერმანიის წინააღმდეგობის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, საგაზეთო ინტერვიუში ისაუბრა.

ჰეიკო მაასის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა შვიდეულში ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შესახებ, გასულ თვეში განაცხადა. რუსეთი დიდი შვიდეულიდან 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გაირიცხეს.

გერმანიის პირველიდ დიპლომატი აცხადებს, რომ ის ამ ეტაპზე, რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნების შესაძლებლობას არ განიხილავს. ყოველ შემტხვევაში იქამდე, ვიდრე ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ კონფლიქტში, მნიშვნელოვანი პროგრესი არ იქნება.

ამასთან, ჰეიკო მაასი აცხადებს, რომ ამჟამად "რუსეთთან ურთიერთობა რთულია". "მაგრამ, ჩვენ ვიცითი რომ სირიაში, ლიბიასა და უკრაინაში არსებული კონფლიქტების გადასაჭრელად, რუსეთი გვჭირდება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG