ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ბიუჯეტზე და ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად ფინანსურ პაკეტზე შეთანხმდა


ევროკავშირის ლიდერები, რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, $2.1 ტრილიონი დოლარის ოდენობის ბიუჯეტზე შეთანხმდნენ, რაშიც დახმარების პაკეტიც შედის.


შეთანხმების თანახმად, ბიუჯეტიდან $857 მილიარდი კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამსუბუქებლად იქნება გამოყოფილი. ეს თანხა სესხებისა და გრანტების სახით გაიცემა პანდემიის შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალებულ ქვეყნებზე.

საბიუჯეტო მოლაპარაკება 4 დღე და ღამე გრძელდებოდა. უთანხმოების ძირითადი საკითხი ევროპის ჩრდილოეთში მდებარე ხუთ შედარებით მდიდარ ქვეყანასა და სამხრეთში მდებარე რამდენიმე ქვეყანას შორის დახმარების პაკეტის განაწილება იყო. ნიდერლანდები და ავსტრია ითხოვდნენ, რომ დახმარების პაკეტიდან გრანტებზე გათვლილი $572 მილიარდი დოლარი მკაცრი პირობებით ყოფილიყო დარიგებული, რასაც ესპანეთი და იტალია ეწინააღმდეგებოდნენ.


საბოლოო შეთანხმებაში საგრანტო თანხად $446 მილიარდი გამოიყო.

შეთანხმება ახლა ევროპის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ევროკავშირში კოვოდ-19-ის შედეგად 135 აღასი ადამიანი გარდაიცვალა. იტალიას, ესპანეთსა და საფრანგეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვთ მსოფლიოში. პანდემიის შესაჩერებლად ეკონომიკების გაჩერების შედეგად, ევროკავშირის ეკონომიკა წელს დაახლოებით, 8.3 პროცენტით შემცირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG