ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი და კონოლი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ვულოცავთ ქართველ ხალხს


ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი
ჯერი კონოლი და ადამ კინზინგერი

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) საქართველოს პარლამენტის მიერ, დღეს, ნაწილობრივ პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შესახებ საერთო განცხადება გაავრცელეს.

"დღეს, ჩვენ ქართველ ხალხს ვულოცავთ და მივესალმებით საქართველს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც შესაძლებელს გახდის უფრო წარმომადგენლობით მმართველ ორგანოს. ჩვენ ვაფასებთ როლს, რაც თბილისში შეერთებული შტატების საელჩომ ითამაშა, განსაკუთრებით ელჩმა დეგნანმა", - განაცხადეს მათ.

კონგრესმენები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ ერთად იმუშაონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩასატარებლად.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს საქართველოში, რათა მათ ერთად იმუშაონ ამ რეფორმის პროცესში ჩართულობისთვის და უზრუნველყონ სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ამ შემოდგომაზე", - ნათქვამი პრესრელიზში.

საკონსტიტუციო ცვლილებების 117 ხმით გასვლა საქათველოს მიულოცა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტმა. განცხადება ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა გააავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ისტორიული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებიც ქვეყანაში უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას შემოიღებს.

„დამტკიცებული [ცვლილებები, რომლებიც] პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის მონაწილეობით მიღებული 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგია, ხელს შეუწყობს მეტ სტაბილურობას და საპარლამენტო პლურალიზმს საქართველოში მომავალი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე,“ ნათქვამია განცხადებაში.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გააკეთეს შეერთებული შტატების საელჩომ და ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.

საერთო განცხადების გამოქვეყნებამდე, ცოტა ადრე გადაწვეტილება წარმატებათ შეაფასა თავად კონგრესმენმა კინზინგერმაც. მან „ტვიტერზე“ განცხადება გამოაქვეყნა და 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG