ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ცდილობს ვენესუელისთვის ირანული ნავთობის მიწოდება დაბლოკოს


ირანი შეერთებულ შტატებს ბრალს დებს, რომ ვაშინგტონი მის ტანკერებს, რომლებსაც ვენესუელაში ბენზინი და ნავთობი გადააქვს, ემუქრება. ვენესუელა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნავთობის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია, დეფიციტშია. ცნობების მიხედვით ვენესუელისკენ ხუთი გემი მიემართება.

ამერიკული სანქციები ირანის მიერ ნავთობის გაყიდვას ეწინააღმდეგება. ვაშინგტონი ასევე ზეწოლას ახორციელებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც კარაკასს ნავთობს აწვდიან. ვენესუელისთვის ნავთობ-მიწოდების შეზღუდვის მიზანი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმის დასრულებაა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუეტერეშს წერილი მიწერა, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან მტრული ნაბიჯები „საშიშ ესკალაციას“ გამოიწვევს. მსგავსი შინაარსის წერილი მიიღო ასევე, ირანში, შვეიცარიის საელჩომაც, სადაც ამერიკული ინტერესების სექციაა განთავსებული.

შეერთებულ შტატებს ამ დრომდე არ გადაუწყვეტია, თუ როგორ უპასუხებს ირანის მიერ ვენესუელისთვის ბენზინის მიწოდებას. თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ხაზინამ და სანაპირო დაცვამ საერთაშორისო გადამზიდის კომპანიებს და მთავრობებს მოუწოდეს, რომ ირანს არ დაეხმარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შესაძლოა სანქციები მოჰყვეს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ირანს სანქციები ხელახლა მას შემდეგ დაუწესა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლს ბირთვული შეთანხმება დატოვა. ამ ნაბიჯმა ირანის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა.

ამერიკას სანქციები დაწესებული აქვს ვენესუელის წინააღმდეგაც. ვენესუელა კრიზისშია, ეკონომიკური კრიზისის მიზეზი ნავთობზე გლობალური ფასები, კორუფცია და მადუროს სოციალისტური პოლიტიკაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG