ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარული კრიზისი სირიაში


სირიაში, კრიზისის გამკლავება ჰუმანიტარული დახმარებით სულ უფრო რთულდება. განსაკუთრებით, იმ თითქმის მილიონი ადამიანისთვის, ვინც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩრდილო-სასავლეთ სირია დატოვა.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებთან ერთად, თურექთში, სასაზრღვრო პროვინცია ჰატაის ეწვია.

აშშ-სა და ბრიტანეთში, დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ საუბრობენ. სირიის 9 წლიანმა სამოქალაქო ომმა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი შექმნა.

გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენლი კელი კრაფტი სირიაში საკვებისთვის, თავშესაფრებისთვის, სამედიცინო დახმარებისა და სხვა სერვისებისთვის, დამატებით 108 მილიონი ამერიკული დოლარის გამოყოფას განიხილავს.

„ჩვენ სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ ჰუმანიტარულ დახმარებაში კონტრიბუციისკენ“ - განაცხადა გაეროში შტატების წარმომადგენელმა.

ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, უკვე განახორციელეს 114 მილიონი ამერიკული დოლარის კონტრიბუცია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის იდლიბის პროვინციაზეა გათვლილი.

იდლიბი 980 000 ადამიანზე მეტმა დატოვა, ამ რაოდენობის ნახევარზე მეტი ბავშვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG