ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კვირას ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულები არიან სერჟანტები. პენტაგონი ამბობს, რომ ორივე სამხედრო 28 წლის იყო და ისინი სპეციალური დანიშნულების ძალებში მსახურობდნენ.

პენტაგონის ინფორმაციით, ნანგარჰარის პროვინციაში აშშ-სა და ავღანეთის ძალების ერთობლივი ოპერაციის დროს, 8 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა. მათგან ორი დაიღუპა. დაჭრილები ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინციის გუბერნატორმა, შაჰ მაჰმუდმა "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს განაცხადა, რომ თავდამსხმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს ერთი ავღანელი ჯარისკაციც დაიღუპა.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, 2020 წლის პირველ ორ თვეში ავღანეთში 6 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 2019 წელს დაღუპულთა რაოდენობა 22 იყო.

არ არის გამორიცხული ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროები სამშობლოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდნენ. პრეზიდენტმა ტრამპმა ყოველწლიურ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ის სამხედროების სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს. ავღანეთში ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG