ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გრეტა თანბერგი ჟურნალ "თაიმის" ყველაზე ახალგაზრდა წლის ადამიანი გახდა


ჟურნალ “თაიმის” გადაწყვეტილებას, 2019 წლის პიროვნებად გრეტა თანბერგი დაესახელებინა, გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების აქტივისტები მთელ მსოფლიოში მიესალმებიან. მოზარდმა აქტივისტმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო თავისი ეფექტური მიმართვებით პოლიტიკური და ინდუსტრიის ლიდერების მისამართით, რომლებსაც კლიმატის ცვლილების თაობაზე, თამამი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებდა. მისმა ქმედებებმა მსოფლიოს ახალგაზრდებს შთგონება მიანიჭა პლანეტის დასაცავად იბრძოლონ.

თუმცა არიან კრიტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ თანბერგის მისია და მისი ცნობილი პიროვნების სტატუსი სრულიად ყალბია.

გასულ თვეში შვედმა მოსწავლემ ატლანტის ოკეანე იახტით გადმოცურა, რათა ჩრდილოეთ ამერიკაში თავისი გზავნილი მოეტანა, შემდეგ ევროპაში ისევ ზღვის გზით დაბრუნდა, რათა ხაზი გაესვა, რომ თვითმფრინავებით მგზავრობა გარემოსთვის კარგი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG