ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი იორდანიის მეფეს თეთრ სახლში დღეს უმასპინძლებს


განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გუშინ სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმა იქნება. გარდა ამისა ორი ქვეყნის ლიდერი ისრაელი-პალესტინის განახლებული სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრებს.

გუშინ სირიაში, იორდანიის საზღვრის სიახლოვეს მომხდარი თავდასხმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაგმო და განაცხადა, რომ „ცივილიზებული სამყაროს მხრიდან მსგავსი ქმედებების იგნორირება დაუშვებელია“.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რეაგირების რა შესაძლებლობებს განიხილავენ ამერიკის პრეზიდენტი და იორდანიის მეფე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG