ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზის ლუვრის შესასვლელთან შეიარაღებული თავდამსხმელი მოიგერიეს


ფრანგმა ჯარისკაცმა ესროლა და დაჭრა მაჩეტეთი შეიარაღებული მამაკაცი. მას ორი ზურგჩანთა ჰქონდა და პარიზის ლუვრის მუზეუმში შესვლას ცდილობდა.

პოლიციის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მამაკაცს უთხრეს, რომ მუზეუმის სავაჭრო ცენტრში ორი ზურგჩანთით ვერ შევიდოდა, ის პატრულის ჯარისკაცებისკენ „ალაჰუ აქბარის“ ყვირილით გაექანა.

სავაჭრო ცენტრი, თავად ლუვრის ქვემოთ არის განლაგებული.

პოლიციის ცნობით, ჯარისკაცმა მამაკაცს ხუთჯერ ესროლა და მძიმედ დაჭრა. ერთ-ერთი ჯარისკაცი კი ამ თავდასხმის დროს მსუბუქად დაშავდა.

უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზურგჩანთებში ასაფეთქებელი ან სხვა საშიში მასალა არ იყო.

იუწყებიან, რომ ადგილზე კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელიც საეჭვოდ იქცეოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებული არ იყო.

ამჟამად ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავენ.

XS
SM
MD
LG