ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰეზბოლა მოსახლეობას მოუწოდებს დატოვონ მეამბოხეთა მიერ დაკავებული ტერიტორია


ალეპო, სირია

სირიის სამთავრობო ძალები, ალეპოში, მეამბოხეების მიერ კონტროლირებულ უკანასკნელ პუნქტებს იკავებენ. ლიბანის სამხედრო დაჯგუფებამ ჰეზბოლამ მოუწოდა მათ, ვინც მეამბოხეების კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სწრაფად დატოვონ ალეპო. ჰეზბოლა სირიის კონფლიქტში, ბაშარ ალ-ასადის მხარეს იბრძვის. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი დარჩა მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ალეპო, რომელიც 2012 წლიდან ოპოზიციური ძალების კონტროლის ქვეშ იყო, ამ დროისათვის თითქმის მთლიანად ასადის მხარდამჭერების მიერ არის დაკავებული.

ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ თქმით, 15 დეკემბერიდან მოყოლებული, მათ ალეპოდან 25,000 ადამიანის ევაკუირება მოახერხეს. 19 დეკემბერს, გაერომ რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია, ალეპოში, საკუთარ დამკვირვებლებს მიავლენს.

XS
SM
MD
LG